სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრი აქვეყნებს მონიტორინგის მოკლე ანგარიშს აქციებზე მობილიზებული პოლიციელების რაოდენობისა და არაიდენტიფიცირებული პოლიციელების შესახებ

27.09.2023
ფონტის ზომა
27 სექტემბერი 2023

თბილისი, 27 სექტემბერი 2023 - ადამიანის უფლებათა ცენტრმა, აქციების მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა ანგარიში შეკრებების დროს მობილიზებული პოლიციელების რაოდენობასა და არაიდენტიფიცირებად პოლიციელებთან დაკავშირებით. 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ადამიანის უფლებებზე მონიტორინგისა და ადვოკატირების შესაძლებლობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრი დააკვირდა 11 აქციას, 2023 წლის იანვრიდან - დღემდე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების შეფასებით, ზოგიერთ აქციაზე მობილიზებული იყო პოლიციელთა არაპროპორციული რაოდენობა. ამასთან, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ აქციებზე ხშირად იმყოფებიან პოლიციელები სამსახურებრივი უნიფორმის გარეშე, რის გამოც მათი იდენტიფიცირება შეუძლებელია. ვინაიდან დასახელებული  შემთხვევები არათავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან, უფლებათა ცენტრის ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ადვოკატირებას და მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, გაითვალისწინონ გამოქვეყნებულ ანგარიშში ასახული რეკომენდაციები და ითანამშრომლონ თითოეული მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირეთ:

თამარ თორდინავა
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ადამიანის უფლებათა ცენტრი
tordinava.hrc@gmail.com
+995 599 877 818

ანგარიში მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ცენტრი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
სიახლეები