განცხადებები

ადამიანის უფლებათა ცენტრი(HRC) აცხადებს კონკურსს ციფრული უსაფრთხოების ექსპერტის შესარჩევად

05.10.2023
ფონტის ზომა
ციფრული უსაფრთხოების ექსპერტი
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი(HRC) აცხადებს კონკურსს ციფრული უსაფრთხოების ექსპერტის შესარჩევად
 
კონსულტანციის მიზანია ორგანიზაციის ციფრული უსაფრთხოების რისკების და საჭიროებების კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. კონსულტაცია შესაძლოა გაწიონ ინდივიდუალურმა ექსპერტებმა, ასევე ორგანიზაციებმა.
 
შესასრულებელი სამუშაოს აღწერა
 
  • ორგანიზაციის ციფრული უსაფრთხოების საჭიროებების შესწავლა;
  • ციფრული უსაფრთხოების რისკების შეფასება და აუდიტის ანგარიშის მომზადება;
  • ციფრული უსაფრთხოების გეგმის/რეკომენდაციების მომზადება.
ორგანიზაციის თანამშრომლებთან ინტერვიუების საფუძველზე, შეაგროვოს და
დაამუშაოს აუცილებელი ინფორმაცია. ორგანიზაციის თანამშრომელთა რაოდენობა - 20. ოფისების რაოდენობა - 3. კვლევა უნდა ეხებოდეს ყველა ციფრულ მოწყობილობას (დესკტოპ/ლეპტოპებს და სმარტფონებს).
 
მოსამზადებელი დოკუმენტი
 
  • ორგანიზაციის ციფრული უსაფრთხოების აუდიტის ანგარიში
  • რეკომენდაციები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
 
  • მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება ციფრული უსაფრთხოების საკთხებზე;
  • ციფრულ უსაფრთხოებაში მსგავსი ამოცანების შესრულების გამოცდილება;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.
კონსულტაციების სავარაუდო პერიოდი - ნოემბერი-დეკემბერი, 2023
სავარაუდო სამუშაო დღეების რაოდენობა - 10 (მოსამზადებელი და ანგარიშგების პერიოდის ჩათვლით)
 
ჰონორარი - 800 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (დარიცხული)
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა წარმოადგინეთ:
- რეზიუმე;
- ამ ტიპის საქმიანობისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/პორტფოლიო;
 
გთხოვთ, მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hrc@hrc.ge  და მეილის დასახელებაში კი მიუთითეთ კონკურსის სახელწოდება.
დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადა: 20  ოქტომბერი , 18:00 საათი
 
განცხადებები