განცხადებები

ტრენერი ციფრული უსაფრთხოების საკითხებში

05.10.2023
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრი(HRC) აცხადებს კონკურსს ციფრული უსაფრთხოების ტრენერ(ებ)ის შესარჩევად
 
ტრენერმა ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის უნდა მომზადოს და ჩაატაროს  2 -დღიანი ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე.  
 
შესასრულებელი სამუშაოს აღწერა
 
  • ტრენინგის მოდულის მომზადება;
  • ორდღიანი ტრენინგის ჩატარება;
  • კონსულტაციები ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
 
  • მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე;
  • ციფრულ უსაფრთხოებაში ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.
ტრენინგის სავარაუდო პერიოდი - ნოემბერი-დეკემბერი, 2023
 
ჰონორარი - 800 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (დარიცხული) დღეში
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა წარმოადგინეთ:
- რეზიუმე;
- ამ ტიპის საქმიანობისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/პორტფოლიო;
 
გთხოვთ, მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hrc@hrc.ge  და მეილის დასახელებაში კი მიუთითეთ კონკურსის სახელწოდება.

დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადა : 20  ოქტომბერი  18:00 საათი
 
 
განცხადებები
Loading...