ადამიანის უფლებათა ცენტრი(HRC) აცხადებს კონკურსს ციფრული უსაფრთხოების ტრენერ(ებ)ის შესარჩევად
ტრენერმა ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის უნდა მომზადოს და ჩაატაროს 2 -დღიანი ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე.
შესასრულებელი სამუშაოს აღწერა
- ტრენინგის მოდულის მომზადება;
- ორდღიანი ტრენინგის ჩატარება;
- კონსულტაციები ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე;
- ციფრულ უსაფრთხოებაში ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.
ტრენინგის სავარაუდო პერიოდი - ნოემბერი-დეკემბერი, 2023
ჰონორარი - 800 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (დარიცხული) დღეში
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა წარმოადგინეთ:
- რეზიუმე;
- ამ ტიპის საქმიანობისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/პორტფოლიო;
გთხოვთ, მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე:
hrc@hrc.ge და მეილის დასახელებაში კი მიუთითეთ კონკურსის სახელწოდება.
დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადა : 20 ოქტომბერი 18:00 საათი