პოზიცია : იურისტი
ორგანიზაცია: ადამიანის უფლებათა ცენტრი
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2023 წლის 15 ოქტომბერი , 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული
ხელფასი: 2300 ლარი (დარიცხული)
მოვალეობები:
*იურიდიული კონსულტაციების გაწევა სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის საკითხებზე,
*სარჩელებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება,
*ორგანიზაციის სახელით სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება
მოთხოვნები
*უმაღლესი იურიდიული განათლება, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დამადასტურებელი სერტიფიკატი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა (საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით)
*იურისტად მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება
*ინგლისური ენის ცოდნა სულ მცირე B2 დონეზე
*დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
*საოფისე პროგრამების ცოდნა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ CV (PDF - ფორმატში ქართულ ენაზე) მეილზე
hrc@hrc.ge , დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 15 ოქტომბერი , 18:00 საათი.
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - იურისტი
თუ არ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ ნუ გამოაგზავნით საბუთებს, დაზოგეთ თქვენი და ჩვენი დრო.