სიახლეები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ევროკომისიას

02.11.2023
ფონტის ზომა
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსზე ევროკომისიის რეკომენდაციის მოლოდინშია. ხელმომწერ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გვაერთიანებს საერთო მისია - დავიცვათ და წარმოვადგინოთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესი, დავიცვათ და დავამკვიდროთ ევროპული დემოკრატიული ღირებულებები.

ჩვენი, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილის, ურყევი არჩევანი და სასიცოცხლო ინტერესია, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელშიც თითოეული მოქალაქე იცხოვრებს ღირსეულად - მშვიდობიან, შეძლებულ, თავისუფალ და სამართლიან სახელმწიფოში.

ამიტომაც, ჩვენ ვითხოვდით საქართველოს მთავრობისგან ევროკავშირის წევრობის განაცხადის შეტანას. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარების დღიდან, ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო იმისაკენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეესრულებინა 12 რეკომენდაცია, რომელსაც უნდა გაეუმჯობესებინა საქართველოს მოქალაქეთა მდგომარეობა. დღეს ჩვენ კარგად ვხედავთ იმ სირთულეებს, რომლებიც 12 რეკომენდაციის შესრულებას უკავშირდება, მაგრამ, ამავე დროს, ევროპული არჩევანი საზოგადოების მთავარ მისწრაფებად რჩება, რაც მოქალაქეებს ქმედითი სოლიდარობით აერთიანებს.

ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით საქართველოში უკეთესი დემოკრატიისთვის, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ და იმსახურებენ, და რომლის ღირებულებებიც დღეს ევროკავშირის 27 სახელმწიფოს აერთიანებს. 2023 წლის მარტში ჩვენ შევძელით გაგვეერთიანებინა ქართული საზოგადოება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც დიდი კედელი იქნებოდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. სწორედ ამ ძალისხმევით მოხერხდა ამ კანონის უკუგდება და ყველასთვის ჩვენება, რომ ქართველი ხალხი მომავალშიც მზადაა დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი.

ჩვენ, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, გარდა იმისა, რომ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, დაეხმარება ქართველ ხალხს უკეთ გაუმკლავდეს რუსულ ინტერესებს საქართველოში, რადგან მეტი ევროკავშირი ნიშნავს ნაკლებ რუსეთს.

მოგმართავთ ჩვენი ქვეყნის ერთგულ და ძლიერ ევროპელ მეგობრებს და, კონკრეტულად, ევროკომისიას, საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.

  1. ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევის ცენტრი
  2. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  3. ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ზემო სვანეთი (Lag Mestia)
  4. ასოციაცია 'ევროპის დროით"
  5. ასოციაცია მერკური
  6. ასოციაცია მწვანე ალტერნატივა
  7. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)
  8. ახალგაზრდული ალტერნატივა
  9. ახალი აგორა
  10. ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი
  11. ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
  12. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი
  13. ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
  14. ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი
  15. ბათომი
  16. განათლება და სამყარო
  17. განათლების პოლიტიკის, დაგეგმვის და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი
  18. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)
  19. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და განათლების ცენტრი (CEPE)
  20. გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკო
  21. გურიის სამოქალაქო ცენტრი
  22. დემოკრატ მესხთა კავშირი
  23. დემოკრატიის ინდექსი - საქართველო
  24. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  25. დემოკრატიის მცველები
  26. დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტი
  27. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი
  28. ევროპის ფონდი
  29. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  30. ეკო ცენტრი
  31. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  32. ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია
  33. თანასწორობის მოძრაობა
  34. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
  35. თბილისის მედიაკლუბი
  36. თემი ქედელი
  37.  ილიას სამართლის სახლი (ილიასი)
  38.  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  39. იურიდიული განათლების ფონდი
  40. კავშირი "რეა"
  41. კანონის უზენაესობის ცენტრი
  42. კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი
  43. კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი
  44. კომლის თემი
  45. კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი
  46.  ლომეკი
  47. ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
  48. მაისის მოძრაობა
  49. მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი საქართველოში
  50. მეგობრობის ხიდი ქართლოსი
  51. მედია ომბუდსმენი
  52. მედია ცენტრი კახეთი Media Center Kakheti MCK
  53. მედიის განვითარების ფონდი
  54. მედიის ინსტიტუტი
  55. მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი (CMIS)
  56. მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრი მედიახმა 57. მესხეთის სამოქალაქო საზოგადოება
  57. მთის თემი
  58. მიშგოვ ლარდა (ზემო სვანეთი)
  59. მომავლის ჭიათურა
  60. მოწინავე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრი
  61. მშვიდობის ქარტია
  62. მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი
  63. მშობლები განათლებისთვის
  64. ნეოგენი
  65. ნინოწმინდის სათემო რადიო
  66. ორგანიზაციული, სტრატეგიული და დემოკრატიული პრიორიტეტების ცენტრი 68. ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)
  67. პრევენცია პროგრესისთვის
  68. პროაქტივ ჯგუფი ჯორჯია
  69. პროფესიო - პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი
  70. ჟურნალისტები ბორჯომის ხეობის გადასარᲩენად
  71. რეგიონული ინიციატივების ცენტრი "ნათელი მომავალი"
  72. რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC)
  73. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი
  74. საერთაშორისო ბიზნესის განვითრების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი 77. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  75. საზოგადოება ბილიკი
  76. საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის საბუკო
  77. საზოგადოება და ბანკები
  78. საინიციატივო ჯგუფი "როდემდე"
  79. საინიციატივო ჯგუფი ,,თანამშრომლობა მდგრადი განვითარებისათვის"
  80. საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა
  81. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  82. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
  83. სამოქალაქო აქტივობის ცენტრი ლაკმუსი
  84. სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი (CARDC)
  85. სამოქალაქო განათლებისა და განვითარების ცენტრი
  86. სამოქალაქო განვითარების ცენტრი
  87. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  88. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
  89. სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრი (SCCSF)
  90. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
  91. სამოქალაქო, ეკოლოგიური და გენდერული განათლების ასოციაცია "ოაზისი" 95. სამცხე-ჯავახეთის მედია ანალიტიკური ცენტრი
  92. სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი
  93. საორსა
  94. საუნჯე 99. საფარი
  95. საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტი
  96. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  97. საქართველოს ბავშვები
  98. საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია
  99. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  100. საქართველოს ინვალიდთა ფედერაცია '' აღორძინება 2002 ''
  101. საქართველოს მომავლის აკადემია
  102. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  103. საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS
  104. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია
  105. საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Georgian Court Watch)
  106. საქართველოს სასოფლო დარბაზი (Georgian Rural Council)
  107. საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია
  108. საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
  109. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  110. სექტორი 3
  111. სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია
  112. სოლიდარობის თემი
  113. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  114. სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი
  115. ტელე-რადიო კომპანია "ბორჯომი"
  116. ტოლერანტობის სამყარო
  117. ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი
  118. უფლებები საქართველო
  119. ფემინა
  120. ფონდი აფხაზინტერკონტი
  121. ფონდი პროდემოსი
  122. ფონდი ტასო
  123. ფრანკლინის კლუბი
  124. ფუსფუსი - შენი უსაფრთხო სირვცე
  125. ქალები რეგიონების განვითარებისათვის
  126. ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო
  127. ქალთა ასოციაცია ,,ვაკეთოთ ერთად,,
  128. ქალთა ასოციაცია გვირილა
  129. ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრი ილაპარაკე
  130. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  131. ქალთა ორგანიზაცია-კავშირი “პაროს”
  132. ქალთა ფონდი საქართველოში
  133. ქართული მედია ჯგუფი
  134. ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია "ქალი და სამყარო"
  135. ღია საზღვრები
  136. ღია სივრცე კავკასია (COS)
  137. ყაზბეგის განვითარების ფონდი
  138. ყვარლის ევროკლუბი
  139. შენმოქმედი
  140. შშმ ქალთა ალიანსი
  141. შშმ ქალთა ორგანიზაცია პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის
  142. ჩართულობის და განვითარების ცენტრი CPD
  143. ჩემი ხარაგაული
  144. ცოდნის კაფე
  145. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი
  146. 151. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT
  147. წითელი ხიდი
  148. ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის
  149. ჰეპა პლიუსი
  150. Bridge-Innovation and Development
  151. Caucasus Dialogue
  152. Chavchavadze Center
  153. Civic Education and Rehabilitation Center
  154. cognitive center of georgia
  155. Freedom Community Center
  156. Georgian Association of Children Mental Health
  157. ICGE-België
  158. Institute of Democracy
  159. International Centre for Geopolitical Studies
  160. Promote Georgia
  161. Real People Real Vision
  162. Save the Children Georgia
  163. Woman and Development
  164. Z.axis
სიახლეები