სიახლეები

ვაკანსია ადამიანის უფლებათა ცენტრში

06.11.2023
ფონტის ზომა
პოზიცია : იურისტი 
ორგანიზაცია: ადამიანის უფლებათა ცენტრი

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2023 წლის 13 ნოემბერი ,  18:00 საათი
ადგილმდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული 

ხელფასი:   2350 ლარი   (დარიცხული)

მოვალეობები: 
*იურიდიული კონსულტაციების გაწევა სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის საკითხებზე,
*სარჩელებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება,
*ორგანიზაციის სახელით სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება
მოთხოვნები 
*უმაღლესი იურიდიული განათლება, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დამადასტურებელი სერტიფიკატი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა (საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით)
*იურისტად მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება
*ინგლისური ენის ცოდნა სულ მცირე B2 დონეზე
*დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
*საოფისე პროგრამების ცოდნა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ  CV (PDF - ფორმატში ქართულ ენაზე) მეილზე  hrc@hrc.ge ,  დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 13 ნოემბერი , 18:00 საათი.  

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის  დასახელება - იურისტი 
თუ არ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ ნუ გამოაგზავნით საბუთებს, დაზოგეთ თქვენი და ჩვენი დრო. 
სიახლეები
Loading...