სიახლეები

მოსამართლის მიერ კითხვების დასმის უფლებამოსილების გამოყენება სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე

14.11.2023
ფონტის ზომა
დოკუმენტის მიზანია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების ანალიზის შედეგად, ხაზი გაუსვას მოსამართლის მიერ მხარეთა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე კითხვების დასმის უფლებამოსილების საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად გამოყენების მიზანშეწონილობას - იმის გათვალისწინებით, რომ ამ საკითხზე არ მოიპოვება მდიდარი ქართულენოვანი სამეცნიერო ლიტერატურა. აგრეთვე, გამოკვეთოს მოსამართლის როლი და გააანალიზოს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში მოსამართლის მონაწილეობის ხარისხის შესაბამისობა მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის ან/და სასამართლოს მიუკერძოებლობის კონსტიტუციურ მოთხოვნებთან.

ანალიტიკური დოკუმენტის საკვლევი თემიდან გამომდინარე, ყურადღება გამახვილდება ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის ქვეშ არსებულ 2 სისხლის სამართლის საქმეზე:

1. ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას (ე. წ. კარტოგრაფების) საქმე;
2. ბესიკ თამლიანის, ემზარ სიუკაევის, კახაბერ ქეშიკაშვილის, სტეფანე გიქოშვილისა და ლაშა სამხარაძის საქმე.

ანალიტიკურ დოკუმენტში, აგრეთვე, გაანალიზებულია მხარეთა მტკიცებულებების  გამოკვლევის პროცესში მოსამართლის მონაწილეობის ხარისხი, შეფასდება მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე მოსამართლის „აქტიურობა“ რამდენად თავსებადია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ ზემოთ აღნიშნულ სტანდარტებთან.

ანალიტიკური დოკუმენტი მომზადდა ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის ფარგლებში - „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი“, ომელსაც მხარს უჭერს აშშ-ის ფონდი - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით