განცხადებები

ევროკავშირის მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა ცენტრი შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შემაჯამებელ ანგარიშს გამოაქვეყნებს

22.01.2024
ფონტის ზომა
 
22 იანვარს, ადამიანის უფლებათა ცენტრი საჯაროდ გამოაქვეყნებს შემაჯამებელ ანგარიშს შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შესახებ, რომელიც მიმოიხილავს 2023 წლის განმავლობაში აქციების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ უფლოებადარღვევებსა და მთავარ გამოწვევებს. ანგარიში მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის - „ადამიანის უფლებებზე მონიტორინგისა და ადვოკატირების შესაძლებლობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.

შემაჯამებელი ანგარიში წარმოაჩენს ეროვნული კანონმდებლობის დარღვევებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობის შემთხვევებს იმ შეკრებების მიმდინარეობისას, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი დააკვირდა. კერძოდ, დოკუმენტში განხილული საკითხები მოიცავს აქციის დაშლისას სპეციალური საშუალებების გამოყენებას, აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უფლებების დარღვევას, საპროტესტო კარვის გაშლის აკრძალვას, საპოლიციო ძალების არაპროპორციული რაოდენობისა და არაიდენტიფიცირებული პოლიციელების მონაწილეობას და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ანგარიშის მთავარი მიზანია, მიმოიხილოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული დარღვევები, რის განუყოფელ ნაწილსაც წარმოადგენს დარღვევების სამართლებრივი შეფასება და საერთაშორისო სტანდარტებთან მათი შესაბამისობის ანალიზი.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ასევე, შეიმუშავა რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტის, შსს-ს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისადმი, რომელთა შესრულებაც უზრუნველყოფს მშვიდობიანი შეკრების უფლების ეფექტიან დაცვას.

შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება მისამართზე: თბილისი, აკაკი გახოკიძის 11ა, 0 სართული.

მედიასთან    კომუნიკაციაზე    პასუხისმგებელი    პირი    -    თამარ    თორდინავა,    PR
განცხადებები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით

Loading...