სიახლეები

ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში, 2023

26.01.2024
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა წლიური ანგარიში  - ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში, 2023. ანგარიში მიმოიხილავს ისეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხებს, რომლებმაც გავლენა მოახდინეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებზე. ანგარიში ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ცენტრის, საქართველოს სახალხო დამცველისა და სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობებსა და შეფასებებს.

ანგარიში მოიცავს ადამიანის უფლებათა საკვანძო მიმართულებებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მართლმსაჯულების სისტემა, თანასწორობის უფლება, გამოხატვის თავისუფლება და ა.შ. ანგარიშში მიმოხილულია ბავშვთა, ქალთა, შშმ პირთა, ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა, იძულებით გადაადგილებულთა, უსახლკარო და ხანდაზმული პირების, ეროვნული და რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა. 

2023 წლის განმავლობაში შეშფოთება გამოიწვია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზების მახლობლად ჩადენილმა დანაშაულებმა, ზოგიერთ აქციაზე გამოკვეთილმა თვალშისაცემმა დარღვევებმა, სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებმა და ა.შ. ანგარიში მოიცავს წლის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების წინაშე არსებულ გამოწვევებს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამომწვევ საქმეებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან საქართველოს განვითარებად ურთიერთობებსა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შედეგად წარმოშობილ შესაბამის დათქმებზე, რათა შესაბამისი რეფორმების გატარების შედეგად, ქვეყანამ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. 

ანგარიში სრულად იხილეთ: https://www.hrc.ge/files/306annual%202023-geo.pdf
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით

Loading...