ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხადებს ვაკანსიას ადამიანის უფლებათა იურისტ-ანალიტიკოსი, მონიტორის პოზიციაზე. კონკურსი ცხადდება პროექტების ფარგლებში, რომელთა მიზანია სასამართლო და საპროტესტო აქციების მონიტორინგი.
სამუშაო განაკვეთი: სრულიძირითადი მოვალეობები - აღწერა:• სასამართლო პროცესებისა და საპროტესტო აქციების მონიტორინგში მონაწილეობა;
• მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
• ანალიტიკური დოკუმენტებისა და სასწრაფო განცხადებების/მიმართვების მომზადება;
• კვლევისა და ადვოკატირების მიზნებისათვის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების, სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებისა და რელევანტური კვლევების შესწავლა და ანალიზი;
• ადვოკატირების მიზნით სხვადასხვა ფორმატის სამუშაო შეხვედრებში ორგანიზაციის სახელით მონაწილეობა;
• სხვა დავალებების შესრულება, რაც არსებითად დაკავშირებულია ადამიანის უფლებათა იურისტ-ანალიტიკოსის და მონიტორის საქმიანობის სფეროსთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:• უმაღლესი იურიდიული განათლება;
• სასურველია პროფესით მუშაობის გამოცდილება;
• სასურველია მკვლევრად, ან ანალიტიკოსად მუშაობის გამოცდილება;
• სასამართლო და საპროტესტო აქციების მონიტორინგის გამოცდილება;
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
• ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
• შრომის კარგი დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
ანაზღაურება: ანაზღაურება 2320 ლარი (დარიცხული)
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმ ენტები:• რეზიუმე (СV);
• სამოტივაციო წერილი
• უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართლის ან საჯარო სამართლის მიმართულებით);
• პროფესიით მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება (სასურველია მკვლევრის ან/და ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
• უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
• ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
hrc@hrc.ge გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ: იურისტ-ანალიტიკოსი, მონიტორი.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 თებერვლამდე, 18 :00 საათი.არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.