სიახლეები

ვაკანსია:   იურისტ-ანალიტიკოსი, მონიტორი

02.02.2024
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხადებს ვაკანსიას ადამიანის უფლებათა იურისტ-ანალიტიკოსი, მონიტორის პოზიციაზე. კონკურსი ცხადდება პროექტების ფარგლებში, რომელთა მიზანია სასამართლო და საპროტესტო აქციების  მონიტორინგი.

სამუშაო განაკვეთი:  სრული
ძირითადი მოვალეობები - აღწერა:

•    სასამართლო პროცესებისა და საპროტესტო აქციების მონიტორინგში მონაწილეობა; 
•    მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
•    ანალიტიკური დოკუმენტებისა და სასწრაფო განცხადებების/მიმართვების მომზადება; 
•    კვლევისა და ადვოკატირების მიზნებისათვის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების, სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებისა და რელევანტური კვლევების შესწავლა და ანალიზი;
•    ადვოკატირების მიზნით სხვადასხვა ფორმატის სამუშაო შეხვედრებში ორგანიზაციის სახელით მონაწილეობა;
•    სხვა დავალებების შესრულება, რაც არსებითად დაკავშირებულია ადამიანის უფლებათა იურისტ-ანალიტიკოსის და მონიტორის  საქმიანობის სფეროსთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    უმაღლესი იურიდიული განათლება;
•    სასურველია პროფესით მუშაობის გამოცდილება;
•    სასურველია მკვლევრად, ან ანალიტიკოსად მუშაობის გამოცდილება;
•    სასამართლო და საპროტესტო აქციების მონიტორინგის გამოცდილება;
•    სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
•    ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
•    შრომის კარგი დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
ანაზღაურება:   ანაზღაურება 2320 ლარი  (დარიცხული)

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმ ენტები:
•    რეზიუმე (СV);
•    სამოტივაციო წერილი 
•    უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართლის ან საჯარო სამართლის მიმართულებით);
•    პროფესიით მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება (სასურველია მკვლევრის ან/და ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
•    უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
•    ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrc@hrc.ge გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ: იურისტ-ანალიტიკოსი, მონიტორი.

 საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 თებერვლამდე,  18 :00  საათი.
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. სატელეფონო ზარები  არ მიიღება.
სიახლეები