სიახლეები

 'მაუწყებლობის შესახებ' საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების მიზანშეწონილობის შეფასება  

14.02.2024
ფონტის ზომა
 
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები შეეხო თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს, რომლის თანახმად, უხამსობის, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების შემთხვევებში, შესაძლებელი გახდა მაუწყებლობის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომისიაში გასაჩივრება.

აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიის დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობას და ეფექტურ მუშაობას ეჭვქვეშ აყენებს მაუწყებლობის შესახებ კანონში არსებული რიგი ხარვეზები. მეტიც, საქართველოს მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის სამართლებრივ დასკვნაში აღნიშნულია, რომ დირექტივაში გაწერილი კრიტერიუმებისა და ევროპის საბჭოს სტანდარტების გათვალისწინებით, კომუნიკაციების კომისია დამოუკიდებელი ორგანო არ არის.
 
განცხადება მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით, პროექტის ,,ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის“ (ConMeCo) ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი, დოიჩე ველე აკადემიასთან და მედიის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ახორციელებს. 

მასალის შინაარსი ადამიანის უფლებათა ცენტრის პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.   
სიახლეები