სიახლეები

შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის მეთოდოლოგია

19.02.2024
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის მეთოდოლოგია, რომლის მიზანია, საქართველოში აქციების მონიტორინგში ჩართულ სამოქალაქო საზოგადოების წევრებს გაუზიაროს მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები აკვირდებიან მიმდინარე შეკრებებსა და მანიფესტაციებს. დოკუმენტი ასევე, მოიცავს ინფორმაციას საზოგადოებაში შეკრების თავისუფლების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზების შესახებ და მონიტორების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მისაღებ ზომებთან დაკავშირებულ ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს.

დოკუმენტის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს.
სიახლეები