სიახლეები

მონიტორინგის მოკლე ანგარიში შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით

21.03.2024
ფონტის ზომა
22 მარტს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოაქვეყნებს მონიტორინგის მოკლე ანგარიშს  პოლიციელების მხრიდან შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით.

ანგარიშში აქციების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ერთ-ერთი მთავარი პრობლემის სახით იდენტიფიცირებულია პოლიციელების მხრიდან აქციის მონაწილეებზე სავარაუდო თვალთვალი, მათთვის ფოტოებისა და ვიდეობის გადაღება და, ასევე, შეფასებულია ასეთი ქმედებების შესაბამისობა ფარული საგამოძიებო მოქმედებების დაწყების იმ საფუძვლებთან, რომლებიც კანონითაა განსაზღვრული.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების მიერ აქციების დროს გადაღებული ფოტოები მიანიშნებს პოლიციის მხრიდან თვალთვალის შესაძლო ფაქტებზე, რაც, შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე არათავსებადია შეკრების თავისუფლებასთან. შესაბამისად, მსგავსი პრაქტიკის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებელმა ორგანოებმა და პირებმა უნდა უზრუნველყონ მისი აღმოფხვრა. 

ანგარიში, ასევე, მოიცავს რეკომენდაციებს სახელმწიფო დაწესებულებებისადმი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მონიტორინგის მოკლე ანგარიშს მედიას გააცნობს პარასკევს, 22 მარტს, 11:00 საათზე, მისამართზე: თბილისი, აკაკი გახოკიძის 11ა, 0 სართული.

მედიასთან კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი პირი - თამარ თორდინავა, PR მენეჯერი: +995 599 877 810
სიახლეები
Loading...