სიახლეები

ხელისუფლების ანტიევროპული განცხადებები ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

13.04.2024
ფონტის ზომა
გუშინ, 11 აპრილს, “ქართულმა ოცნებამ” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა პარტიის გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის შემდეგი შინაარსის გზავნილი: “არც ერთი გაერთიანება არ მიღირს ჩემი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასათმობად”.

„ქართული ოცნება” მსგავს გზავნილებს უკვე ღიად ავრცელებს. ბოლო პერიოდში ხელახლა წამოწყებული მასშტაბური ანტი-დასავლური კამპანია, რუსული კანონის მიღების მცდელობა და საქართველოს ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მოწოდებების უგულვებელყოფა გვაფიქრებინებს, რომ „ქართული ოცნება” ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლას ცდილობს.

ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი ქართველი ხალხის ურყევი ნება და არჩევანია, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლშია განმტკიცებული. ეს მუხლი ხელისუფლებას ავალდებულებს, ყველა ზომა მიიღოს ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრებლად. 

რუსული კანონის მიღების მცდელობა და პარტიის მაღალჩინოსნების მხრიდან ევროკავშირში გაწევრების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ღალატია.
 
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  • დემოკრატიის მცველები
  • ევროპის ფონდი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  • მიშგოვ ლარდა (ზემო სვანეთი)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  • პლატფორმა სალამ
  • რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი (RRG)
  • საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  • სამოქალაქო იდეა
  • სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  • სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
  • სასამართლოს გუშაგი
  • საფარი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • საქართველოს მომავლის აკადემია
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  • ქალთა ფონდი საქართველოში
  • ყვარლის ევროკლუბი
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
  • იორმუღანლოს სათემო ცენტრი
  • თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN)
  • წერტილი
  • Tbilisi Pride
სიახლეები