სიახლეები

შეწყალების მიუხედავად მსჯავრდებულების მიერ სასამართლოებში გაგრძელებული სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები

24.04.2024
ფონტის ზომა
24 აპრილს, 10:30 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი გამართავს პრესკონფერენციას და წარადგენს ანალიტიკურ დოკუმენტს: „შეწყალების მიუხედავად მსჯავრდებულების მიერ სასამართლოებში გაგრძელებული სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლო მონიტორინგის ფარგლებში აკვირდებოდა გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესებს. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ განსხვავებით უგულავას და გვარამიას საქმისგან, რომლებიც პრეზიდენტმა გასაჩივრების შიდასამართლებრივი მექანიზმების ამოწურვის შემდგომ შეიწყალა, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას მიმართ პრეზიდენტმა შეწყალების აქტი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ გამოსცა და, მიუხედავად ამისა, მათ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრეს ზემდგომ ინსტანციებში. ორივე შემთხვევა ქართული მართლმსაჯულებისთვის პრეცედენტულია. 

ანალიტიკური დოკუმენტის მიზანია, ადამიანის უფლებათა ცენტრის სასამართლო მონიტორინგის მიგნებებზე დაყრდნობით, შეწყალების, როგორც პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოსწორების მექანიზმის მიმოხილვა. დოკუმენტში მიმოხილულია სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, სადაც, შეწყალების მიუხედავად, მსჯავრდებულებმა „სიმართლის საძიებლად“ ზემდგომ სასამართლოებში გააგრძელეს დავა. 

მისამართი: თბილისი, აკაკი გახოკიძის 11ა, 0 სართული.
საკონტაქტო პირი - თამარ თორდინავა, PR მენეჯერი: +995 599 877 810

ანალიტიკური დოკუმენტი მომზადდა ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის ფარგლებში - „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი“, რომელსაც მხარს უჭერს აშშ-ის ფონდი - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).
სიახლეები