აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. 68 გვერდიან დოკუმენტში წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროცესებია მიმოხილული. ანგარიშში საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები კრიტიკულად არის შეფასებული.
ადამიანის უფლებების კონტექსტში ყურადღება გამახვილებულია პატიმრებზე, სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე, ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებსა და ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, მედია გარემოზე, ლგბტ+ თემის უფლებების დარღვევაზე და სხვა.
კერძოდ, სახდეპის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევები მოიცავდა სანდრო ცნობებს შემდეგ შემთხვევებზე:
• წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა
• თვითნებური დაკავებები
•სერიოზული პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, გამოძიებასთან და დევნასთან დაკავშირებული, რომლებიც ფართოდ განიხილებოდა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული
• კონფიდენციალურობაში თვითნებური ან უკანონო ჩარევა კონფიდენციალურობაში
• გამოხატვისა და მედია თავისუფლებებთან მიმართებაში სერიოზული შეზღუდვები, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ, ძალადობისა და ძალადობის მუქარასთან დაკავშირებული.
• არსებითი ჩარევა მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაში
• სერიოზული კორუფცია ხელისუფლებაში
• დანაშაულები, რომლებიც მოიცავს ძალადობას ან ძალადობის მუქარას ლგბტ+ პირებისა და აქტივისტების წინააღმდეგ.
დოკუმენტში ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშზე დაყრდნობით მიმოხილულია დისკრიმინაცია და სოციალური შევიწროებები.
„ კანონი თანაბარ იურიდიულ სტატუსს და უფლებებს ანიჭებს ქალსაც და კაცსაც, და აღნიშნულ კანონებს მხარს უჭერენ და პატივს სცემენ ბევრ სფეროში. სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები კვლავ საუბრობენ სამუშაო ადგილებზე ქალთა დისკრიმინაციის შესახებ თავიანთ ანგარიშებში. სახალხო დამცველის ოფისმა შეისწავლა საჩივრები გენდერული თანასწორობის შესახებ, განსაკუთრებით ისინი სადაც ნახსენები იყო ოჯახში ძალადობა და სამუშაო ადგილებზე შევიწროება და განაცხადა რომ გენდერული თანასწორობა კვლავ პრობლემად რჩება. ადამიანის უფლებათა ცენტრმაც აღნიშნა თავის ანგარიშში რომ სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაცია ისევ პრობლემაა“- ნათქვამია დოკუმენტში.