სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრს დოიჩე ველე აკადემიის პროგრამების დირექტორი საქართველოში, ცენტრალურ აზიასა და ევროპაში ქალბატონი კატრინ უერი და აკადემიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ

13.05.2024
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრი და დოიჩე ველე აკადემია პროექტის ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობირებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის (ConMeCo) ფარგლებში თანამშრომლობენ. პროექტი ხორციელდება დოიჩე ველე აკადემიის მიერ მედიის განვითარების ფონდთან და ადამიანის უფლებათა ცენტრთან თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებს სამართლებრივ დახმარებას უწევს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა მდგომარეობას საქართველოში და იმ გამოწვევებს, რომლის წინაშე საზოგადოებრივი ორგანიზაციები დგანან.
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით