სიახლეები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ფონტის ზომა

უკვე რამდენიმე კვირაა არ წყდება ხელისუფლების ოპონენტებზე და აქტივისტებზე ფიზიკური თავდასხმები, რაც “ქართული ოცნების” მიერ არის მართული. ხელისუფლება ვეღარ ახერხებს ქართველი ხალხის პროპაგანდით დამორჩილებას და, ხალხზე გაბრაზებული, მათ ფიზიკურად უსწორდება.

უკვე მეორე თვეა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ძალადობას ახალისებენ საჯარო განცხადებებით, მათზე დაქვემდებარებული არაფორმალური ჯგუფები კი ურეკავენ, აგინებენ, ემუქრებიან, ოფისებს და საცხოვრისებს ამახინჯებენ და ჩვენს მოქალაქეებზე ძალადობენ. ნიშანდობლივია, რომ ამ საქმეებს არავინ იძიებს; სამართალდამცავმა ორგანოებმა დაკარგეს მათი კონსტიტუციური ფუნქცია და ხელისუფლების ხელში პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად იქცნენ.

გუშინ კიდევ ერთი ასეთი ფაქტის მომსწრე გავხდით: პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელობითად მოიხსენია ზუკა ბერძენიშვილი თავის განცხადებაში და ერთ საათში აქტივისტს ფიზიკურად თავს დაესხნენ.

ჩვენ ვგმობთ ძალადობის ყველა ფაქტს, რომელსაც ხელისუფლება ჩადის ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ვახდენთ მათ დოკუმენტირებას და გვწამს, რომ არც თუ შორია დრო, როდესაც ამ ფაქტებზე სამართლიანი გამოძიება ჩატარდება და ძალადობის დამკვეთები და შემსრულებლები დაისჯებიან.

ხელისუფლებას თავად არის ამ ძალადობის დამკვეთი. ოლიგარქის რეჟიმი საერთო ენას ვეღარ პოულობს მოქალაქეებთან და ძალადობით ცდილობს საკუთარი სისუსტის გადაფარვას.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც ხელისუფლება თავს ესხმის და მადლობას ვუხდით მათ ღირსეული სამოქალაქო პოზიციისთვის!

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  2. დემოკრატიის მცველები
  3. უფლებები საქართველო
  4. მწვანე ალტერნატივა
  5. საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  6. სამოქალაქო იდეა
  7. საფარი
  8. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  9. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  10. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  11. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  12. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
  13. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  14. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  15. საქართველოს მომავლის აკადემია
  16. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
  17. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  18. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  19. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  20. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  21. თბილისი პრაიდი
  22. აღმოსავლეთ ევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
  23. ადამიანის უფლებათა ცენტრი  (HRC)
  24. თაობათა გაძლიერებოს ქსელი
  25. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  26. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი

წყარო:csf.ge/qartuli-arasamtavrobo-organizaciebi-saqartvelos-moqalaqeebze-khelisuflebis-mier-martul-dzaladobas-gmoben/

სიახლეები