სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხადებს ვაკანსიას მკვლევარის/ექსპერტის პოზიციაზე

18.06.2024
ფონტის ზომა

პროექტი, ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის (ConMeCo), ხორციელდება დოიჩე ველე აკადემიის მიერ მედიის განვითარების ფონდთან და ადამიანის უფლებათა ცენტრთან თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და  გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით.   

მკვლევარის/ექსპერტის  მიერ შესაფასებელი საკითხები:  

• მკვლევარმა უნდა იკვლიოს და გაანალიზოს საქართველოში არსებული მედია გარემო;

• შეაფასოს მედია წარმომადგენლების საქმიანობის ხელშემშლელი გარემოებები;

• კვლევის ფარგლებში შეისწავლოს  და შეაფასოს მედია პლურალიზმის მნიშვნელობა; 

• შეაფასოს მედიის წარმომადგენლების  უფლებრივი მდგომარეობა და არსებული ტენდენციები;  

• კვლევის ფარგლებში უნდა შეფასდეს  ჟურნალისტების უფლებების დარღვევის საფრთხეები (მათ შორის კიბერ შევიწროების მიმართულებით) ;

• კვლევის ფარგლებში უნდა შეფასდეს მედიის თვითრეგულირების საკითხი; 

• კვლევის ფარგლებში უნდა დამუშავდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა ჟურნალისტების უფლებების დაცვის მიმართულებით;

• სამიზნე ჯგუფებისთვის შემუშავდეს  შესაბამისი რეკომენდაციები; 

• კვლევის დასასრულს მოამზადოს შესაბამისი პრეზენტაცია. 

  • დოკუმენტი უნდა იყოს არაუმეტეს 30 გვერდი და მომზადდეს ქართულ ენაზე.
  • კვლევაზე მუშაობა არ მოითხოვს საოფისე საქმიანობას, შესაძლებელია დისტანიცურად მუშაობა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება: 

 უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ხარისხის; 

 აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს კვლევის დაგეგმვისა და ჩატარების უნარი;

 მედია მიმართულებით იცნობდეს შესაბამის ადგილობრივ ნორმატიულ ბაზას; 

 კანდიდატს უნდა  ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება აკადემიური საქმიანობის გამოცდილებას)  ადამიანის უფლებების მიმართულებით;   

 კანდიდატს მოეთხოვება წარმოადგინოს კვლევა/სტატია საკუთარი ავტორობით/თანავტორობით. 

 მკვლევარის/ექსპერტის მიერ კვლევა უნდა მომზადდეს არაუგვიანეს  4 თვის განმავლობაში. კვლევაზე მუშაობა დაიწყება 2024 წლის 01 ივლისიდან. 

ანაზღაურება: 

ექსპერტის/მკვლევარის მიერ შესრულებული სამუშაოსთვის ანაზღაურება შეადგენს 3 000 ევროს ექვივალენტს ლარში (საქართველოს კანონდმებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით). 

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი  დოკუმენტები: რეზიუმე, სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 120 სიტყვისა), გამოქვეყნებული სტატიები/სამეცნიერო ნაშრომები.  

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrc@hrc.ge არაუგვიანეს 2024 წლის 26 ივნისისა.  წერილის სათაურის ველში მიუთითოთ:   მკვლევარი/ექსპერტი 


სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით

Loading...