სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრი საპარლამენტო არჩევნებს სამ რეგიონში დააკვირდება

26.10.2024
ფონტის ზომა

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებს კახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში დააკვირდება. ცენტრის მონიტორები განაწილდებიან საგარეჯოს, გარდაბნის, მარნეულის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში და გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში. 

არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცესზე დაკვირვებას ორგანიზაცია განახორციელებს როგორც სტატიკური დამკვირვებლების, ისე მობილური ჯგუფების მეშვეობით. მთელი დღის განმავლობაში ორგანიზაციის 20 მონიტორი დააკვირდება არჩევნების სხვადასხვა ეტაპებსა და პროცედურებს: საარჩევნო უბნის გახსნას, კენჭისყრას, ხმის დათვლას, შემაჯამებელი ოქმების შევსებას და ა.შ. 

არჩევნებამდე ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ შერჩეულ მონიტორებს ჩაუტარდათ ტრენინგი საარჩევნო მონიტორინგის საკითხებზე. არჩევნების შემდეგ ცენტრი გამოაქვეყნებს და გაავრცელებს ანგარიშს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მონიტორინგის შედეგები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი 26 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში მედიისთვის პროაქტიულად გაავრცელებს ინფორმაციას სხვადასხვა უბნებზე გამოვლენილი დარღვევების და ტენდენციების შესახებ. ასევე, ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი დღის განმავლობაში ორ ბრიფინგს გამართავს: 14:00 და 20:00 საათზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ფინანსური მხარდაჭერით აკვირდება. თავის მხრივ, არჩევნებს საქართველოში ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის საერთაშორისო დამკვირვებლებიც დააკვირდებიან, რომლებსაც უწყვეტი კავშირი ექნებათ ადამიანის უფლებათა ცენტრის სადამკვირვებლო მისიასთან. 

სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით

Loading...