10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. ბოლო ერთი წელი, საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების მხრივ განსაკუთრებით მძიმე იყო. ამ ფონზე, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ 2024 წლის 28 ნოემბერს საჯაროდ განაცხადა, რომ 2028 წლამდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე, რაც კონსტიტუციის პირდაპირ დარღვევას წარმოადგენს. ბოლო პერიოდში რეჟიმის მხრიდან განხორციელებული ქმედებები სრულად სცდება ადამიანის უფლებათა დაცვისა და კონსტიტუციურ სამართლებრივ ჩარჩოებს.
“კოალიცია თანასწორობისთვის” გმობს ადამიანის უფლებათა დაცვის მკვეთრად გაუარესებულ სიტუაციას, მშვიდობიანი მანიფესტაციების მონაწილეთა მიმართ განხორციელებულ წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სასტიკი ძალადობის ფაქტებს; სოლიდარობას უცხადებს უკანონოდ დაკავებულ მშვიდობიან მანიფესტანტებს და უერთდება მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნას; კოალიცია აგრძელებს აქტიურ ბრძოლას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად.
წყარო: http://equalitycoalition.ge/