სიახლეები

საქართველოს მედიაგარემო 2024

13.12.2024
ფონტის ზომა
12 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა პროექტის „ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის“ ConMeCo პროექტის ფარგლებში მომზადებულ კვლევის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა ქართული მედიაგარემოს კვლევა,რომლის მიზანია საქართველოში მედიის თავისუფლების, ჟურნალისტების უფლებებისა და პლურალიზმის მდგომარეობის შეფასება. ამასთანავე, პრეზენტაციის ფარგლებში მედიის განვითარების ფონდმა წარმოადგინა მედიის ფინანსური გამჭვირვალობის (2023) შეფასება.

პროექტი, ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის (ConMeCo), ხორციელდება დოიჩე ველე აკადემიის მიერ მედიის განვითარების ფონდთან და ადამიანის უფლებათა ცენტრთან თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და  გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით.

სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით

Loading...