ვგმობთ ბოლო კვირების განმავლობაში ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებს.
გაყალბებულ არჩევნებსა და 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა უპრეცედენტო სახალხო პროტესტი, რომელსაც შეუერთდნენ საჯარო მოხელეებიც.
ათასობით საჯარო მოხელე ღია განცხადებებით თუ პეტიციებზე ხელმოწერით გაემიჯნა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას. მათ დაგმეს მშვიდობიანი დემონსტრანტებისადმი განხორციელებული ძალადობა და დაადასტურეს ერთგულება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ამის საპასუხოდ, დაჩქარებული წესით და სიღრმისეული განხილვის გარეშე, მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით მნიშვნელოვნად გაუარესდა საჯარო მოხელეების პროფესიული დაცვის მექანიზმები. აღნიშნულმა ცვლილებებმა გზა გაუხსნა რეპრესიული ინსტრუმენტების ამოქმედებას საჯარო მოხელეების მიმართ.
ხელმომწერები:
• საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია (ALFG)
• ჭავჭავაძის ცენტრი
• სამოქალაქო საზოგაოდების ფონდი (CSF)
• სამოქალაქო იდეა
• დემოკრატიის მცველები
• დემოკრატიის კვლევის ინსიტუტტი (DRI)
• აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD)
• ევროპის ფონდი
• ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
• ჯეოქეისი
• საქართველოს მომავლის აკადემია
• საქართველოს სასამართლოს გუშაგი
• საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC)
• მწვანე ალტერნატივა
• ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
• ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
• დასავლური დემოკრატიისა და ლიდერობის ინსტიტუტი (IWDL)
• პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
• უფლებები საქართველო
• საფარი
• თბილისი პრაიდი
• წერტილი
• ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)