პრეს-რელიზი

08.04.2021

გადაწყვეტილების ეტაპზე მისული სასამართლო პროცესი ახალმა მოსამართლემ ხელახლა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთი წლის განმავლობაში წარმოადგენდა ეკომიგრანტი მ.მ.-ს ინტერესებს. 19 მარტს მხარეებმა წარადგინეს საპაექრო სიტყვები და ისარგებლეს რეპლიკით, დასრულდა საქმის არსებითი განხილვა და მოსამართლე გავიდა სათათბირო დარბაზში გადაწყვეტილების გამოსატანად. გადაწყვეტილების გამოტანამდე საქმის განმხილველი მოსამართლე გადაინიშნა იმავე სასამართლოს შემადგენლობაში სამოქალაქო კატეგორიის კოლეგიაში, მ.მ.-ს საქმე კი დაეწერა ახალ მოსამართლეს. ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებით, უკვე განხილულ საქმეზე წარმოება დაიწყო ხელახლა. საქმის განხილვის პირველი სხდომა ჩაინიშნა 8 აპრილს.