09.03.2023
მადლობა ახალგაზრდებს, ქალებს, მშრომელებს, მეცნიერებს, პედაგოგებს, ექიმებს, კულტურის და სპორტის წარმომადგენლებს, მეღვინეებს, მეწარმეებს, ფერმერებს, ყველას, ვინც დგას ისტორიის სწორ მხარეს და ხელისუფლების ძალადობისა და რეპრესიის პირობებში თავის აზრს გამოხატავს! რუსული კანონის მიღებისა და ევროპული კურსიდან გადახვევის წინააღმდეგ საზოგადოების შეუპოვარმა ბრძოლამ პირველადი შედეგი გამოიღო.
08.03.2023
2023 წლის 7-8 მარტს, არსებითად მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ პოლიციამ უკანონო და არაპროპორციული ძალა გამოიყენა. მათ შორის, ადგილი ჰქონდა მასობრივ დაკავებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 66 პირი, ზოგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაზიანებას, მათ შორის, არასათანადო მოპყრობის ფორმით. ასეთ ფაქტს, ადგილი ჰქონდა, ასევე, პოლიტიკოს, ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ.