განცხადებები

03.04.2021

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში შეკრების თავისუფლების არამართლზომიერ შეზღუდვასთან დაკავშირებით

ადამიანის უფლებათა ცენტრი თვალყურს ადევნებს კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს. ორგანიზაციის ინტერესის საგანს წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მოქმედებები კორონავირუსით დაზარალებული მოქალაქეების დახმარების მიზნით, ასევე - კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით დაწესებული შეზღუდვები. კორონავირუსის წინააღმდეგ შემოღებული შეზღუდვები ძირითადი უფლებების სხვადასხვა კატეგორიას ეხება. ადამიანის უფლებათა ცენტრის დაკვირვების ერთ-ერთი მიმართულებაა ის შეზღუდვები, რომელიც აბრკოლებს სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების სრულფასოვან რეალიზაციას.  
29.03.2021

კოალიცია  უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესში დაანონსებულ ცვლილებებს ეხმიანება

18.03.2021

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული მედიკამენტების შესახებ

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2021 წლის 20 იანვრიდან ახორციელებს პროექტს „პანდემიის შედეგების შემსუბუქება მარტოხელა ხანდაზმულებისთვის შიდა ქართლში“. პროექტის ფარგლებში მოხალისეებმა ოთხივე მუნიციპალიტეტში ( გორი, ხაშური, ქარელი, კასპი) პირდაპირი ვიზიტის ფარგლებში გამოკითხეს 100-ზე მეტი მარტოხელა/მარტო მცხოვრები ხანდაზმული.  მათი აბსოლიტური უმრავლესობის განცხადებით ისინი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით ვერ სარგებლობენ, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა ითვალისწინებს გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების,  ფილტვის ქრონიკული დაავადებების,  დიაბეტის (ტიპი II),  ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადების  სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
18.02.2021

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ნიკა მელიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით